ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე კოლონადებს რეაბილიტაცია
უტარდება.
სარემონტო სამუშაოებს შპს „გეგუ“ 88 790 ლარის სანაცვლოდ
ახორციელებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი გურამ ქათამაძე განმარტავს, პირველ
ეტაპზე მოხდა შენობის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და ჩატარდა ჭერის
(დაზიანებული) მოჭიმვის სამუშაოები.
„მალე გადავალთ კოსმეტიკურ სამუშაოებზე და აღდგენაზე, რაც
არის დაზიანებული ფიგურები, იმის. შემდეგ მოხდება შელესვა და
დაახლოებით ერთ თვეში მიიღებს საბოლოო სახეს“,- ამბობს გურამ
ქათამაძე.
პროექტის მიხედვით, შპს „გეგუ“ რეაბილიტაციას კოლონადის მიმდებარე
სკვერსაც ჩაუტარებს.
კომპანიასა და ქუთაისის მერიას შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 14
მარტს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, შპს „გეგუმ“ სარეაბილიტაციო
სამუშაოები 13 მაისის ჩათვლით უნდა დაასრულოს.
ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული კოლონადი და
მიმდებარე სკვერი:
მასალის გამოყენების პირობები