2023-2024 წლებში ქუთაისში დაახლოებით 16 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
იგეგმება.
ამის შესახებ „ქუთაისიპოსტს“ ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 16 სკოლიდან, პირველ რიგში, ქუთაისის მე-20, 29-ე, 34-ე
და 37-ე საგანმანათლებლო დაწესებულებების კეთილმოწყობა იგეგმება,
ვინაიდან ისინი გადაუდებელ აუცილებლობას საჭიროებენ.
აღნიშნული სკოლების რეაბილიტაცია ზუსტად როდის დაიწყება და ვინ
განახორციელებს მათ - რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის ჯერჯერობით
უცნობია.
„ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია წესით მალე უნდა გვქონდეს და
გვეცოდინება“,- ამბობს მაია ცქიტიშვილი.
ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 12
საჯარო სკოლის შენობა კეთილმოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები