აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ გზაზე
მოძრაობა გადატვირთულია - სატრანსპორტო საშუალებებს დილიდან რიგებში
დგომა უწევთ.
ადგილზე პოლიცია პატრულირებს, სამართალდამცველები მძღოლებს
მიმართულებას აძლევენ.
მოძრაობის შეფერხება, ერთი მხრივ, მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულს უკავშირდება, რადგან რეგიონებში წამსვლელთა რიცხვი ამ
პერიოდში გაზრდილია, მეორე მხრივ კი - რიკოთზე გადაადგილებისთვის
ამოქმედებულ სპეციალურ რეჟიმს.
ქუთაისი-ზესტაფონის გზა ამ წუთას
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღდგომის
დღესასწაულთან დაკავშირებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით
მოძრაობის ინტენსივობა ძალიან მაღალია. რაც შეეხება რიკოთის
საუღელტეხილო მონაკვეთს, მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის
მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე გადაადგილება მხოლოდ ცალკეულ
მონაკვეთებზეა შენელებული.
საერთაშორისო მნიშვნელობიის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო
გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ შემდეგი რეჟიმითაა შესაძლებელი:
მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი
ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო,
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო
ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00
სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია;
საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
მასალის გამოყენების პირობები