ახალი ამბები
6 რეგიონული მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე რეგიონული მუნიციპალიტეტის მიერ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.

უწყების ინფორმაციით, „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, ასევე გამოიკვეთა დამატებით ექვსი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი.

სააგენტოში განმარტავენ, რომ საკითხი ეხებოდა (შესაბამისი მუნიციპალიტეტების ფარგლებში), ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის შემაფერხებელი სატენდერო პირობების გამოყენებას.

„სააგენტოს პოზიციით, მოპასუხე მხარეების მიერ სადავო სატენდერო პირობების გამოყენებამ შექმნა ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ბარიერი, რამაც ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხება გამოიწვია.

მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების თანახმად, მუნიციპალურ ორგანოებს და სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ - სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში უზრუნველყონ კონკურენციის პრინციპების დაცვა. მათ შორის, არ გამოიყენონ სატენდერო პირობა, რომელიც სასამართლოს აქტის საფუძველზე მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს ტენდერში მონაწილეობას შეუზღუდავს, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.