2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,208,462 საერთაშორისო
მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების
74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან
შედარებით, ზრდა +109.6%-ს შეადგენს.
იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში.
კერძოდ, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის
95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს
შეადგენს.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული
მეთოდოლოგიის მიხედვით გამოითვლება და უკვე განხორციელებულ და
დასრულებულ ვიზიტებს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები