აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში
ამანათების მიღება იწყება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური
ავრცელებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა
პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის,
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 13 აპრილს დაიწყება და
15 აპრილის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება“,-
აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები