საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე
ქვათაცვენის გამო, გზის გაწმენდის საჭიროება დადგა.
ამის გამო, აღნიშნული გზის 114-194კმ მონაკვეთზე (ახალსოფლის
სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დროებით აიკრძალა.
გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით
განხორციელდება, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აიკრძალება.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი
სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა
დაწესებული
სპეციალური რეჟიმით აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები