ქუთაისის მერიას ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატების მოწყობაზე
გამოცხადებული ტენდერი ჩაეშალა.
სახელმწიფო შესყიდვით არც ერთი პრეტენდენტი არ დაინტერესდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელს ელექტრომობილების
ექსპლუატაციისა და პოპულარიზაციისათვის, აღმაშენებლის მოედანსა
(სვეტებთან) და ფანჯიკიძის ქუჩაზე 2-2 ერთეული ელექტროავტომობილების
სამუხტი აპარატების მოწყობა ევალებოდა.
ამ მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობას 55 395 ლარის ღირებულების
ტენდერი [NAT230006808] ჰქონდა გამოცხადებული.
წინადადების მიღება 4 აპრილს დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები