2023 წლის მარტის თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის
აეროპორტი 91,802 მგზავრს და 304 რეისს მოემსახურა.
რეისების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 64%-ით, ხოლო
მგზავრების რაოდენობამ 72%-ით გადააჭარბა.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28
მიმართულებით ოპერირებს.
2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი აეროპორტში მესამე
ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას
მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის
მიმართულებით დაიწყებს.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია
FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის
მიმართულებით შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები