ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალი შრომით დავას იწყებს.
როგორც ექიმებმა პრესკონფერენციაზე განმარტეს, იანვრის შემდეგ
ხელფასები არ აუღიათ.
მედიცინის მუშაკები ამბობენ, რომ ადმინისტრაცია საათების შემცირებასა
და ნახევარ განაკვეთზე გადაყვანას ისე გეგმავს, მათ არც ეკითხება.
კლინიკის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას და არსებული დავალიანების
გადახდას მოითხოვენ.
„პირველი მოთხოვნაა, რომ ჩავეხსნათ რეგიონალურ ჯანდაცვას და
გვქონდეს იმუნიტეტი, ჩვენი ფინანსები. მეორე მოთხოვნაა, რომ
გაგვისტუმრონ სახელფასო დავალიანება და მოხდეს ხელფასების დროულად
დარიგება. ჯერჯერობით იანვრის თვის დაგვერიცხა მხოლოდ. ამასთან,
მოგვივიდა წერილი, უნდა შევამციროთ შტატებიო. ახლა ერთი თვით გადაიწია
ამ შემცირებამ და რა ბედი გველის არ ვიცით“,- განმარტავს
კლინიკის ერთ-ერთი ექიმი.
ჩხობაძის კლინიკაში დასაქმებულებს შრომით დავაში დამოუკიდებელი
პროფკავშირი დაეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები