გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილს ამინდი
უარესდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში
შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით კი იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი.
სააგენტოში ამბობენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო
ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები