ყაზახეთის სოფელ კალაჩში გავრცელებული დაავადებით ასობით ადამიანი ავადმყოფობს. ექიმები შიშობენ, რომ დაავადება შეიძლება კიდევ გავრცელდეს. რადგან სოფელში დაავადების მეცხრე ტალღამ იმძლავრა, წერს
Newsweek.
"ვისაც ეს სენი შეეყარა მოულოდნელად იძინებს დღის ან ღამის ნებისმიერ მომენტში და ხშირ შემთხვევაში მათი გაღვიძება შეუძლებელია რამდენიმე დღის განმავლობაში. ზოგიერთი გამოღვიძების შემდეგ საერთოდ ვერ იხსენებს რა მოხდა და წუწუნებს რომ ძილიანობა ჭირს. ნაწილი კი ყვება რომ რაღაც უცნაური ჰალუცინაციები ჰქონდა", აღნიშნულია სტატიაში. 2013 წლის მარტში ამ დაავდებით 150 ადამიანი დასნებოვნდა.
პროფესორი ლეონიდ რიხვანოვი რომელიც გეოეკოლოგიისა და გეოქიმიის კათედრაზე მუშაობს ტომსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში თვლის რომ ამის მიზეზი რადონია, რომელიც ურანის მიტოვებული საბადოდან გამოიყოფა, საბადო კალაჩის ახლოს მდებარეობს "რადონს შეუძლია იმოქმედოს ისე როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებას ან ანესთეზიის საშუალებას. ახლა მაღარო ჩამარხული და გაუქმებულია, მაგრამ აირი ზემოთ ასვლას მაინც ახერხებს . ეს დაავადების მიზეზის სამუშაო ვერსიაა და არა დადასტურებული ჰიპოტეზაა და ეს თუ მართალია მაშინ დაავადება შეიძლება გავრცელდეს, " - აღნიშნავს რიხმანოვი.
არსებობს სხვა ჰიპოტეზებიც აირით მოწამვლას და მასობრივ ისტერიასაც უკავშირდება. გასულ კვირას ხელისუფლებამ ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იძვრის.
Newsweek
მასალის გამოყენების პირობები