ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ორი
მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს
შელაპარაკება მოუვიდათ, ერთ-ერთმა სიტუაციის გასანეიტრალებლად იარაღი
ამოიღო, საიდანაც ტყვია გავარდა. ერთი ტყვიის გავარდნის შედეგად ორი
ადამიანი დაიღუპა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 109-ე, განზრახ
მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი
პირი.
მასალის გამოყენების პირობები