ახალი ამბები
რას ამბობენ თანამდებობის პირები, რომლებსაც დეკლარაციაში ქონებები "გამორჩათ"
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეები, რომლებმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის მიხედვით, დეკლარაცია დარღვევებით შეავსეს, ამბობენ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ და ქონებები "გამორჩათ". 


მაგალითად, თერჯოლის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სახეჩიძე, რომელმაც არ ჩაწერა, რომ სოფელ ეწერში მდებარე სახლისა და მიწის ხუთი ნაკვეთის თანამესაკუთრეა (რომელთა ჯამური ფართობი 13,604 კვ.მ-ია), განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიუთითა, თუმცა დეკლარაციაში არ გამოჩნდა.

„მითითებული მაქვს და რატომ არ ჩანს არ ვიცი. ალბათ იმის გამო, რომ რეგისტრაციას როცა გავდიოდი და დეკლარაციას ვტვირთავდი, იმ მომენტში რეგისტრირებული არ იყო საჯაროზე ჩემი სახლი. როცა მომივა ახალი დეკლარაცია, აისახება“, -
ამბობს სახეჩიძე.

დეკლარაციის დარღვევით შემვსებთა სიაში მოხვდა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ზაქრო მამასახლისიც. მან დეკლარაციაში მიუთითა, რომ რვა კომპანიის მეწილე იყო, თუმცა, არ ჩაწერა, რომ მისი მეუღლე მადონა ბასილაძე ამ კომპანიებიდან რამდენიმეს (შპს "შპს ელიტ-ტაქსისა" და შპს "შპს ახალი ტაქსები 2009-ის") დირექტორი და ინდმეწარმეა.

მამასახლისი აღნიშნავს, რომ გასულ წელს დეკლარაცია პირველად შეავსო, ამიტომ ზემოთაღნიშნული ინფორმაცია გამორჩა.

,,შპს ელიტ-ტაქსს“ საერთოდ არ უფუნქციონირებია, არც მაშინ თავად რომ ვიყავი დირექტორი და არც მაშინ, როცა დეპუტატი გავხდი და ჩემს მეუღლეს გადავაბარე საქმიანობა. რაც შეეხება ,,შპს ახალი ტაქსები 2009-ს“ ესეც გადავაბარე ჩემს მეუღლეს და არ მიმითითებია? ეტყობა გამომრჩა, პირველად შევავსე და არ ვიცოდი. თუ შესასწორებელია შევასწორებ, რატომ უნდა დამემალა?“,- ამბობს მამასახლისი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის მიხედვით, მეუღლე რომ ინდივიდუალური მეწარმე ჰყავს, ეს ინფორმაცია არც ტყიბულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ვახტანგ გვენეტაძემ მიუთითა. იგი განმარტავს, მისი მეუღლე, ქეთევან ჯანელიძე 2015 წლიდან საჯარო მოხელე გახდა და მას შემდეგ აღნიშნული საქმიანობა შეწყვიტა.

„შეგიძლიათ მიმართოთ საგადასახადო ინსპექციას და ნახავთ, რომ ინდმეწარმე ქეთევან ჯანელიძე არ არის აქტიური მეწარმე, შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული არ იქნება“,- განაცხადა ვახტანგ გვენეტაძემ.

კიდევ ერთი დარღვევა არასამთავრობო ორგანიზაციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში ნახა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, რომ იგი არის შპს “იმედი 2020”-ის დირექტორი და 30% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მერად არჩევნის შემდეგ კომპანიის დირექტორის პოზიცია არ დაუტოვებია და არც წილი გადაუცია სხვა პირისთვის მართვის უფლებით.

მერიის პრესსამსახურში კი ამტკიცებენ, რომ გენადი ბალანჩივაძე „აღარ არის შპს “იმედი 2020”-ის დირექტორი და მან ეს თანამდებოდა კენჭისყრამდე დატოვა“.

დეკლარაციებში გამოვლენილ დარღვევებზე "გამჭვირვალობის" კვლევაში იმერეთის კიდევ სხვა მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებზეცაა საუბარი.

ჯამში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 46-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა. მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.

კვლევაში მოცემული ინფორმაცია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზეა დაფუძნებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.