სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის დემოგრაფიული
მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, 2022 წელს, რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც
2893 - ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან
შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს
29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს.
მომატებული განქორწინების შემთხვევების მაჩვენებელიც, 2022 წელს,
რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 14 098 -ს წარმოადგენს, რაც
3444-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთზე
მოდის.
მასალის გამოყენების პირობები