ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და
ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 94-კმ
110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება საერთაშორისო
მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ)
მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების
განვითარების საშიშროების გამო და საავტომობილო გზის კმ 114-კმ 194
მონაკვეთზეც (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი).
დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 39-კმ 62
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთს, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების
შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია.
მასალის გამოყენების პირობები