მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი
საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყერული პროცესების გამო,
აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები