ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად "ოცნებამ" მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა
FaceBook
„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა.

გიორგაძე 2006 წლიდან ქუთაისის №30 საჯარო სკოლის დირექტორია.

„ქართული ოცნების“ წარდგინებით, ქუთაისის საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატათ დარეგისტრირებული ვარ უკვე და წარდგინება მოხდება ოფიციალურად“, -  განმარტა მიხეილ გიორგაძემ.

ქუთაისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განმარტებით, შუალედური არჩევნებისთვის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გარდა შემდეგი პარტიებია დარეგისტრირებული:

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფალი საქართველო“, „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის“   „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“. ამ ეტაპზე თავისი კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, ესაა ბატონი მიხეილ გიორგაძე. დღეს დღის ბოლომდე და ხვალაც აქვთ კიდევ დრო, თუ ვინმე გადაწყვეტს ამ ჩამოთვლილ პარტიათაგან სუბიექტის წარდგენას“ - განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“  ემიგრაციაში მყოფ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს ბესიკ ბრეგაძეს უფლებამოსილება გასული წლის 28 დეკემბერს შეუწყვიტა.

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.

ამომრჩევლები 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს აირჩევენ.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 164 საარჩევნო უბანი გაიხსნება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.