სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს
და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის 2 პირი დააკავა.
აქედან ერთი გარდაბანის რაიონში (2000 წელს დაბადებული ნ.ი), მეორე კი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებულია.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა
მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და
ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ჯამში 4 პირი
დააკავა, ხოლო პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე - ერთი პირი
ამხილა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე
პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის
იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის
მუქარის 5 ფაქტი გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები