ქუთაისის მერია 2023-2024 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში
განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო
სამუშაოებისთვის საზედამხედველო მომსახურებას ყიდულობს.
ამ მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა 1 მილიონი ლარის ღირებულების
ტენდერს [NAT230006867] აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება-ზედამხედველობა გაწეულ
უნდა იქნას შემდეგ სამუშაოებზე: გზები, წყალმომარაგება, ხიდები,
შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები. შესაბამისი
მომსახურების მისაღებად აღნიშნული ობიექტები 50 000 ლარზე მეტი
სახელშეკრულებო ღირებულების უნდა იყოს.
სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტით, ზედამხედველობა 2021-2022 წელში
დაწყებულ მრავალწლიან სამშენებლო სამუშაოებსაც (დასრულებამდე)
გაეწევა.
„საზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე
შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა საქართველოში
მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე ტექნიკური დავალებისა და
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მომსახურება უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებს, მსგავსი
მომსახურებისათვის უკვე დადგენილ სტანდარტებს და ტექნიკურ
სპეციფიკაციებს.
აღნიშნული წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში
შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მიიღოს მომსახურება ან/და მიმწოდებლის
მიმართ გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, - აღნიშნულია სატენდერო
დოკუმენტაციაში.
წინადადების მიღება 22 აპრილს იწყება და 5 დღეში სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები