ქალთა უფლებების დაცვა - ადმინისტრაციული ღონისძიებები და სოციალური
გარანტია - აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, USAID სამართლის
უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო Kutaisi Inn-ში,
შეხვედრა-დისკუსია გამართა.
კონფერენციაში მონაწილეებმა დამცავი ორდერების გამოყენების თაობაზე
იმსჯელეს და ამ მიმართულებით არსებული სასამართლო პრაქტიკა
მიმოიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის
შემოთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5-წლიანი
(2022-2026), 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა, რომელსაც
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს და
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.
პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება
მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის
ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ზემოთაღნიშნულ ინსტიტუტებზე
მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
პროგრამის მთავარი კომპონენტებია, მთელი ქვეყნის მასშტაბით
ინდივიდუალურ მოსამართლეთა გაძლიერება და სამართლებრივ და სასამართლო
სისტემის რეფორმებში ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა.
Write to
მასალის გამოყენების პირობები