შშს-ს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში უკანონო
ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია
10 პირი, 2 კი მხილებულია.
მათგან ერთი, 1987 წელს დაბადებული ი.ბ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა დააკავეს.
უწყების ცნობით, პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად
ამოიღო.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და
მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები