ქუთაისის ოპერის თეატრში გალა კონცერტი გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს დამსახურებულ არტისტს ფოთოლა
დუნდუას ეძღვნება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი დ ა
ორკესტრი.
კონცერტი 24 მარტს 18 საათზე გაიმართება.
ფოთოლა დუნდუა 1974-2005 წლებში იყო ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი
სოლისტი (კოლორატურული სოპრანო), 2010 წლიდან ქუთაისის ოპერის თეატრის
რეჟისორი.
მის რეპერტუარში იყო, ქართული: მარო, მარეხი (ზ. ფალიაშვილი "დაისი",
"აბესალომ და ეთერი"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ნინო
ჭავჭავაძე (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), მარგალიტა (ო.
თაქთაქიშვილი "პირველი სიყვარული"), კაროჟნა (გ. ჩლაიძე "დარისპანის
გასაჭირი"), წითელქუდა, კონკია (ი. გოკიელი "წითელქუდა", "ბროლის
ქოში"), თინა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"); სხვა რეპერტუარი:
ლუჩია (დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), ჯილდა, ლეონორა (ვერდი
"რიგოლეტო", "ტრუბადური"), პერიკოლა (ოფენბახი "პერიკოლა"),
იოლანტა(ჩაიკოვსკი "იოლანტა").
მასალის გამოყენების პირობები