გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი
იქნება, ხოლო 26 მარტს 3-5 გრადუსით მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები