ახალი ამბები
შეთანხმება მიღწეულია - საირმეში გაფიცვა დასრულდა
FaceBook
გაფიცვიდან 35-ე დღეს "საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, გაფიცულები "საირმის" წყლის ჩამომსხმელ ქარხანაში სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან.

„შპს "საირმე მინერალ ვოთერსის" მიერ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით, მიღწეულ იქნა შეთანხმება გაფიცულ თანამშრომლებთან, რომლებიც ერთ დღეში სამუშაო პროცესს შეურთდებიან.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების ფარგლებში გამოიკვეთა მხარეთათვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, წარდგენილ იქნა პოზიციები და წინადადებები არსებული საკითხების გადაჭრის შესაძლებლობებზე. მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა ააიპ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მხარეთა მოლაპარაკების პროცესში.

მხარეები შეთანხმდნენ ყველა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე, წარდგენილი წინადადება და შეთანხმების პირობები წარმოადგენდა სრულიად მისაღებს გაფიცული თანამშრომლებისთვის და იმ მიზნისთვის, რომ კომპანიას მაქსიმალური დატვირთვით გაეგრძელებინა მუშაობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საირმეში გაფიცულების ინტერესებს აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ იცავდა, სადაც აცხადებენ, რომ გაფიცვის დასრულებასა და შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას დღეს მიაწვდიან.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები 13 თებერვალს გაიფიცნენ. ისინი უსაფრთხო შრომის პირობებსა და ხელფასის 30%-ით მატებას ითხოვდნენ.


ამავე თემაზე:

"შედგა გარკვეული სახის შეთანხმება" - საირმეში გაფიცულებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები დაიწყო

საირმეში გაფიცვის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო

საირმეში გაფიცულები სახალხო დამცველის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ

საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად, თბილისში, აქცია დაიგეგმა

გაფიცვის მე-15 დღე საირმეში - დასაქმებულები ხელისუფლებას მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ

"ხმას ამოიღებ და წადი სახლშიო" - გაფიცვის მეცხრე დღე საირმეში

"იკეტება ყველაფერი" - საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა

"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.