განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს
თავმჯდომარედ დაინიშნა.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია
აღნიშნული, ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას დაუბრუნდა.
ის გიორგი ამილახვარმა ჩაანაცვლა, რომელიც 2021 წლიდან
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს
ხელმძღვანელობდა.
მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტს 2019 წლიდან
იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები