2023 წლის თებერვალში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის
საერთაშორისო აეროპორტი 75,733 მგზავრს და 256 რეისს მოემსახურა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რეისების
რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 63%-ით, ხოლო მგზავრების
რაოდენობამ 59%-ით გადააჭარბა.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17
ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული
რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და
პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია
FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის
მიმართულებით შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები