ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც
თითქმის ოთხი თვეა მიტოვებული იყო, განახლდა.
ადგილობრივების თქმით, სარემონტო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ
დაიწყო.
„ამდენი ხნის შემდეგ, როგორც იქნა დაიწყეს რეაბილიტაცია და იმედია,
დროულად, გაწერილ ვადაში დაასრულებენ“,- ამბობს ერთ-ერთი
მოქალაქე.
ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 280 000
ლარის სანაცვლოდ, შპს ,,გზამშენი XXI" ახორციელებს. კომპანია ქუთაისის
მერიამ მესამედ მცდელობის შემდეგ გამოავლინდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შპს ,,გზამშენი XXI"-მა
ხახანაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები 3 თვეში უნდა
განახორციელოს.
აღსანიშნავია, რომ მერიამ ზ.
გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციაც, რომელიც 10
მარტს დაიწყო, სწორედ აღნიშნულ კომპანიას ანდო.
ხახანაშვილზე სამუშაოები მეოთხე თვეა მიტოვებული იყო. ქუჩაზე ფილები
აყრილი იყო, რის გამოც როგორც მანქანებისთვის, ასევე ქვეითთათვის
გადაადგილება დისკომფორტს ქმნიდა.
ხსენებულ ქუჩაზე გზის საფარისა და სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად
სახელმწიფო შესყიდვა მერიამ 2022 წლის დასაწყისში, ჯიბლაძის ქუჩის
სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გამოაცხადა.
ტენდერის გზით, კომპანია "ონიქს როუდს" 504 803 ლარის სანაცვლოდ
(ჯიბლაძის ქუჩა - 285 586 ლარი, ხახანაშვილის ქუჩა - 219 216) დაევალა
სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. თუმცა, მერიის მხრიდან
პროექტის (რომლის მიხედვით უნდა ჩატარდეს რემონტი) მუდმივი
კორექტირების გამო განსაზღვრულ ვადაში კომპანიამ სარემონტო სამუშაოები
ვერ განახორციელა.
საბოლოოდ, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა. მერიამ
კომპანია დააჯარიმა, ხოლო ამის საპასუხოდ "ონიქს როუდმა" სასამართლოში
იჩივლა.
ამავე თემაზე:
ხახანაშვილის ქუჩისთვის, უკვე გაზრდილი თანხით, ტენდერი მესამედ
ცხადდება
ტენდერით არავინ დაინტერესდა - ხახანაშვილის ქუჩა
ისევ მიტოვებულია
მერია, ხახანაშვილის ქუჩის სარემონტო სამუშაოებზე
ტენდერს მეორედ აცხადდებს
ხახანაშვილის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები
მიტოვებულია
დაჯარიმებული კომპანია და მიტოვებული სამუშაოები -
ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩების "რეაბილიტაცია"
მერია დაუზიანებელი გზის რეაბილიტაციაში ნახევარ მილიონ ლარს
ხარჯავს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები