გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის
უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ქარი.
17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15,
+20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე
დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის
ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი
დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება.
21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
მასალის გამოყენების პირობები