Heritage Foundation-ის 2023 წლის ეკონომიკური
თავისუფლების ინდექსში საქართველო ჩამოქვეითდა.
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68,7-ს შეადგენს. ამ
მონაცემით იგი 35-ე ადგილს იკავებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა და "მეტწილად
თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფიდან "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების
ჯგუფში გადაინაცვლა.
საქართველომ 176 ქვეყნის სიაში 26-ე ადგილიდან 35-ეზე
ჩამოქვეითდა.
საკუთრების უფლებები, სასამართლო ეფექტურობა, მთავრობა და კიდევ 9
კატეგორიიდან უმეტესობაში კლებაა.
მასალის გამოყენების პირობები