ქუთაისის მერის შემდეგ ახალი ავტომობილი იმერეთში სახელმწიფო
რწმუნებულს ჰყავს.
ზვიად შალამბერიძე “ტოიოტა ქამრით” უკვე გადაადგილდება.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახალი ავტომანქანა მათ
სახელმწიფომ გადასცა.
"აღნიშნული ავტომობილი, რომელიც გამოირჩევა ეკონომიურობით, სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციას სარგებლობაში გადმოეცა სახელმწიფოსგან.
არსებული ავტოპარკი არის ძალიან მოძველებული და ხარჯიანი, შესაბამისად
საჭიროებდა განახლებას",- აცხადებენ პრესსამსახურში.
ახალი, 118 ათასი ლარის ღირებულების, ლურჯი ფერის მაღალი გამავლობის
მანქანა ერთი თვის წინ
შეიძინა ქუთაისის მერმა იოსებ
ხახალეიშვილმაც.
მაშინ მერიის პრესსამსახურში
გვითხრეს, რომ ავტომობილს ზოგადად მერია
ყიდულობდა და ის კონკრეტულად არავისთვის იყო განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები