„ქართული ოცნება“ იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც „რუსულ
კანონპროექტს“ აპროტესტებდნენ „პასუხს უბრუნებს“.
„ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს
აქვეყნებს, სადაც აქტივისტების სახლების ჭიშკარზე - „აქ ცხოვრობს
დავალების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში“ - ამ შინაარსის წარწერებია
გაკეთებული.
ერთ-ერთი ასეთი წარწერა ქუთაისელი აქტივისტის აკაკი საღინაძის
სახლის ჭიშკართან გამოჩნდა. საღინაძე „რუსული
კანონის“ საწინააღმდეგი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო
ქუთაისში.
სამხარაძე ამბობს, ეს არის პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც
ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაზა ლომინაძეს „რუსული კანონის“
მხარდაჭერის გამო, სახლთან წარწერა „მონა“ გაუკეთეს.
„ორი დღის წინ, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სახლს რომ სისულელები
დააწერეს, ხომ გახსოვთ? ვინც დააწერა და დაავალა, მათ სახლებთან ეს
წარწერები გამოჩნდა“ - წერს სამხარაძე ფეისბუქ გვერდზე.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ადრეც, ახლაც და
მომავალშიც მომხრე იქნება „აგენტების გამოსააშკარავებელი“ კანონის
მიღებაზე, რადგან საქართველოს „სჭირდება მსგავსი კანონები“.
მასალის გამოყენების პირობები