ახალი ამბები
„არ ვენდობით რუსულ ოცნებას სიტყვებზე“- პარლამენტთან, 19:00 საათზე, აქცია ჩაინიშნა
FaceBook
საქართველოს პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე, გაიმართება.

აქციის მონაწილეები პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამასთან, ხელისუფლებისგან მკაფიო განმარტებას ელიან, თუ როგორ აპირებს „ოცნება“ „რუსული კანონპროექტების“ გამოწვევას.

"დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ გვაქვს ნდობა "ქართულ ოცნებასთან", რომლებიც ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას - ერთი მხრივ გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ რომ მათი განცხადებები ბუნდოვანია, მათ აქვთ სახელი გატეხილი. მეორე - ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდზე იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, არიან დაჭერილი. სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები, "ქართულ ოცნებას" არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად.

დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ერთი მხრივ, ვიამაყოთ ერთმანეთით, ვიამაყოთ ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ იმით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ გადაედგა ეს ნაბიჯი, გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ იმისა, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე, გარანტირებულად, არ შეწყდება აქ პროცესები", - განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, ისინი არ ენდობიან „რუსულ ოცნებას სიტყვებზე, რადგანაც მათ არაერთხელ გადააგდეს ჩვენი საზოგადოება, ამიტომ მნიშვნელოვანია საქმის გაკეთება და არა დაპირებების გაცემა“.

"დროას" წევრის გიგა ლემონჯავას განცხადებით კი, "ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ მოატყუა ხალხი, მათ შორის, 20 ივნისს, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გახმობის სამართლებრივ პროცედურას, ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავიჯეროთ „ქართული ოცნების“ არის შემდეგი: გამოიხმონ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „რუსული კანონის “ორივე ვერსია, დააყენონ კენჭისყრაზე ორივე კანონი და ჩააგდონ! - ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ კანონზე, სანამ ეს არ მოხდება ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და პროტესტს“,– განმარტა ლემონჟავამ.

პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადეს, რომ "რუსულ კანონპროექტს" გამოიწვევენ. მათივე თქმით, ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ რას ემსახურებოდა ეს კანონი, ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ "სიმართლე" გაიგოს.

ფოტო: არჩილ გეგენავა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.