ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება “ოცნების“ მიერ
„რუსული კანონპროექტის“ გაწვევას და მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს,
განაახლონ მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციებზე.
"მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ
საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული
გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად
საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით",- წერს
ევროკავშირის საელჩო
ქართველი ხალხის პროტესტის შემდეგ, რასაც თან ახლდა დასავლეთის
კრიტიკული შეფასებები და განცხადებები, "ქართულმა ოცნებამ"
პარლამენტიდან „რუსული კანონპროექტი“ გაიწვია. განცხადება "ქართული
ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ, "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო
უმრავლესობამ ერთობლივად გაავრცელეს.
მასალის გამოყენების პირობები