საქართველოსთვის ევროკავშირი არის წიაღი, სადაც ჩვენი დიდი მწერლები
ხედავდნენ საკუთარი სამშობლოს მომავალს - ამის შესახებ მერიის
წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოსთვის ევროპასთან მჭიდრო
კავშირის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„სტუდენტისთვის ის არის შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი
განათლება;
მეცნიერისთვის - რესურსები, რომ იდეებს ხორცი შეასხას;
უძლურისთვის - შანსი, რომ გადარჩეს (მათ შორის უსასყიდლოდ);
უამრავი ოჯახისთვის სასოება, რომ იარსებოს;
ტალანტისთვის - ასპარეზი, რომ #ანათებდეს;
სოფლისთვის - უფასო ფინანსები და ცოდნა, რომლის გარეშეც ის უბრალოდ
ვერ გადარჩება;
ბიზნესისთვის - სამართლიანი გარემო და უსაზღვრო შესაძლებლობები;
საქართველოსთვის (ილიასთვის, ვაჟასთვის, ამბროსისთვის...) - წიაღი
სადაც ხედავდნენ საკუთარი სამშობლოს მომავალს.
P.S. ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება“,- წერს
მირზა ხიდაშელი.
"ოცნებამ" გუშინ "რუსული კანონპროექტი" პირველი მოსმენით მიიღო, რასაც
საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლება მოქალაქეების მშვიდობიან
აქციას ძალადობით დაუპირისპირდა.
მასალის გამოყენების პირობები