ზვავსაშიშროებისა და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის
საავტომობილო გზის კმ. 126-კმ131 მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.
შეზღუდვა 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით 20:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე
ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოქმედებს, დღე-ღამის დანარჩენ
პერიოდში კი ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის თავისუფალი
იქნება.
„საავტომობილო გზის კმ131-კმ141 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ126 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები