საქართველოს 27-ე უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი, ორთვიანი
შესვენების შემდეგ, მიმდინარე წლის 19 თებერვალს განახლდება.
უმაღლესი ლიგაში საქართველოს 16 საფეხბურთო კლუბი მონაწილეობს, მათ
შორის ქუთაისის "ტორპედო".
19 თებერვალს "ტორპედოს" საფეხბურთო გუნდი შეხვედრას მარტვილის
"მერანთან" გამართავს.
პირველი წრის შედეგებით "ტორპედო" 20 ქულით უმაღლესი ლიგის
ჩემპიონატის მე-10 ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, დუბლშემადგენლობათა
გათამაშების მატჩები გაიმართება იმავე კალენდრით, ძირითადი გუნდების
თამაშების მეორე დღეს.
მასალის გამოყენების პირობები