საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს პარლამენტში
ინიცირებულ „რუსულ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს ამ კანონპროექტებს,
ვინაიდან მას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე მსუსხავი ეფექტი
ექნება.
"ჩვენ ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოებიდან ბევრის შეშფოთებას, რომ
საქართველოს ორი კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ თუ იქნება
მიღებული პარლამენტის მიერ, მსუსხავი ეფექტი ექნება სამოქალაქო
საზოგადოებასა და მედიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას,
დაუყოვნებლივ გადახედოს ამ კანონპროექტებს", - ნათქვამია
განცხადებაში.
"Freedom House"-ის ტექსტი გაეროს ოფიციალურ განცხადებას ეყრდნობა,
რომლის წარმომადგენლობამაც პარლამენტში ინიცირებული "რუსული
კანონპროექტი" კრიტიკულად შეაფასა.
მასალის გამოყენების პირობები