ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
ამ მიზნით, ქალაქის მუნიციპალიტეტმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონება (ნიკეას II შესახვევი, N15ა-ს ჩრდილოეთით) პირდაპირი
განკარგვის წესით, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
შესაბამისი დადგენილება ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე დღეს
მიიღო.
„სახელმწიფო ახორციელებს დევნილთათვის მრავალსართულიანი კორპუსების
აშენებას, შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია, რომელიც არის ნიკეას
ქუჩაზე, გამოყენებული იქნება ამ მიზნით“,- განაცხადეს საკრებულოს
სხდომაზე.
საკითხთან დაკავშირებული სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება
ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები