ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ვაკანტური ადგილები
დაკომპლექტდა.
ვაკანტურ ადგილებზე წევრებად ავთანდილ ოსეფაიშვილი, იზა ფერაძე,
ლარინა ლალიაშვილი და გია ცაცაშვილი აირჩიეს.
საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის არჩევა მიმდინარე წლის
4 თებერვალს მოხდა. ქუთაისთან ერთად ქვეყნის მასშტაბით, 64 საარჩევნო
ოლქის 182 კომისიის წევრი აირჩიეს. საოლქო საარჩევნო კომისიებში 190
ვაკანტური თანამდებობა იყო. კომისიების ხელახალი დაკომპლექტება,
წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლამ განაპირობა.
საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრების არჩევის პროცესს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
"დარწმუნებულები ვართ, რომ საარჩევნო კომისიების თითოეული წევრი,
სრული პასუხისმგებლობით მოეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და
უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული პრინციპების
შესაბამისად,"- აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები