ახალი ამბები
მარიუპოლისი 2 - კინოჩვენება ქალაქ დნიპროს მხარდასაჭერად
FaceBook
3 მარტს ქუთაისში ფილმის „მარიუპოლისი 2“ პრემიერა გაიმართება.

ფილმის ჩვენება "ქუთაისი დნიპროსთვის" კამპანიის ფარგლებში მოეწყობა, რომელთაც ქუთაისში ფილმის ჩვენების ექსკლუზიური უფლება მოიპოვეს.

ფილმის ჩვენებას საქველმოქმედო მიზანი ექნება. პრემიერიდან შემოსული თანხის 100% გაიგზავნება უკრაინაში ქალაქ დნიპროს დასახმარებლად.

ფილმის რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი გასულ წელს ფილმის გადაღებისას დაიღუპა რუსული თავდასხმის შედეგად.

სწორედ ამ ფილმით გაიხსნა კანის კინოფესტივალი.

პრემიერაზე დასწრებას შეძლებენ კამპანია "ქუთაისი დნიპროსათვის" მხარდამჭერები, რომლებიც უკვე თვეზე მეტია უკრაინის სოლიდარობისთვის აერთიანებენ მოქალაქეებს.

ხოლო მოქალაქეებს, ბიზნესსა, თუ დასაქმებულთა გუნდს ქალაქ დნიპროს მხარდაჭერა შეეძლებათ ბილეთების შეძენით.

ბილეთის ღირებულება - 200 ლარი.

დაგეგმილია მხოლოდ 1 ჩვენება.

ადგილები შეზღუდულია.

თანხა უნდა გადაირიცხოს ფონდის #ქუთაისიდნიპროსთვის ოფიციალურ ანგარიშზე, მას შემდეგ, რაც მიიღებენ სმს დასტურს.

პრემიერა კინო საქართველოს დარბაზში გაიმართება 3 მარტს 19:00 საათზე.

ფილმის ხანგრძლივობა 102 წუთია და მიმიდნარეობს  ქართული სუბტიტრებით.

1 ბილეთისათვის საჭიროა შეავსოთ მარტივი ბმული: https://forms.gle/9fFkB8TVqfoUrXMZ6

ან მიწეროთ ორგანიზატორებს ელექტრონულ ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

პრემიერის ჩვენების ორგანიზებას დოკუმენტური კინოს ასოციაცია უწევს.

სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად მას შემდეგ გაერთიანდა, რაც დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისს დახმარების თხოვნით მიმართა. სწორედ ამ თხოვნის საპასუხოდ გაერთიანდნენ ქუთაისელები და უკრაინელების დასახმარებლად ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს.

შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან.

დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალდა.

დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. მის გარდა, ხარკოვი, ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.

ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ჰყავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.