ქუთაისში ძლიერი აფეთქება მოხდა.
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დამხმარე
ნაგებობაში ე.წ. საქვაბე აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს შენობაში არავინ
იმყოფებოდა.
„ცალკე მდგომი ტექნიკური შენობებია ჩვენთან და ერთ-ერთი ჩამოიგრა.
ველოდებით მიზეზების დადგენას. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია
აფეთქება. საბედნიეროდ, დაშავებული არ არის“,- განმარტეს
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში სამედიცინო დაწესებულების
პრესსამსახურში.
შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურები იმყოფებიან, რომლებიც
მომხდარის მიზეზს სწავლობენ.
ფოტო: ქეთი ბერძენიშვილი
მასალის გამოყენების პირობები