ახალი ამბები
"კანონპროექტი მიზნად ისახავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი  შეხედულებების გაჩუმებას“ - კელი დეგნანი 
FaceBook
"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის" კა­ნონპ­რო­ექ­ტი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, - ამბობს ამერიკის ელჩი საქართევლოში კელი დეგნანი.

"ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს კა­ნო­ნი ნამ­დვი­ლად არ არის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ დო­ნო­რებს აქვთ ან­გა­რიშ­გე­ბის ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რი სის­ტე­მა... 

ეს კა­ნო­ნი ასე­ვე არ არის აშშ-ის კა­ნო­ნის მსგავსი. აშშ-ის კა­ნო­ნი გა­მიზ­ნუ­ლია ლო­ბის­ტებ­ზე და იუ­რი­დი­ულ ფირ­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლია უცხო­უ­რი მთავ­რო­ბე­ბის მიერ, რათა ამ უცხო­უ­რი მთავ­რო­ბე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი წა­რად­გი­ნონ. ეს არაა ის, რის შე­სა­ხე­ბაც არის ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი.

ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნია. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და­ღის დას­მას, მიზ­ნად ისა­ხავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­ჩუ­მე­ბას", - მიაჩნია ამერიკის ელჩს.

ელჩმა აღნიშნა, რომ ეს კა­ნო­ნი გა­ა­ჩე­რებს ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან თავიანთ თანამემამულეებს რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ. მაგალითად, ეს კანონი გა­ა­ჩე­რებს იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რე­ბას გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. დეგნანის თქმით ეს კა­ნო­ნი გა­ა­ჩე­რებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბას, რომ­ლე­ბიიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მწი­ფო ვერ ეხ­მა­რე­ბა. ეს კა­ნო­ნი გა­ა­ჩე­რებს სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებს, რომ­ლის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა დო­ნო­რე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მიერ ხდე­ბა. ეს კა­ნო­ნი ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს, ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ებს, ფერ­მე­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ებს, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე და გა­რე­მო­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­ა­ჩე­რებს.

"და ჩემი კი­თხვაა - სჭირ­დე­ბა კი სა­ქარ­თვე­ლოს ეს კა­ნო­ნი?  რო­დე­საც ისე­დაც არის საკ­მა­რი­სი გამჭვირ­ვა­ლო­ბა და უკვე არის ღრმა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია დო­ნო­რებ­სა და მათ შო­რის, ვინც მუ­შა­ო­ბენ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე".

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - რიგით მეორე კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 27 თებერვლის სხდომაზე წარედგინება.
პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატებია.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.