ქუთაისში მიწის ფასი 10 ლარით გაიზარდა.
საფასურის მომატების შესახებ დადგენილება საკრებულომ მიიღო.
ახალი დადგენილებით, ქუთაისის პირველ ზონაში 1 კვ.მ მიწის ფასი 260
ლარი გახდა, რაც წინა წელთან შედარებით 10 ლარით მეტია. თანხობრივად
დაახლოებით იგივე ცვლილებაა მეორე ზონაშიც.
მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის
ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თინათინ
ბერიშვილის თქმით, საკრებულო ვალდებულია, ყოველი საბიუჯეტო წლის
დაწყებიდან 2 თვის ვადაში, მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვროს.
მისივე თქმით, ფასს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია
ადგენს.
მასალის გამოყენების პირობები