აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად შალვა კირთაძე
დაინიშნა.
ასოცირებული პროფესორი აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად
სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობით დღეს აირჩია.
შალვა კირთაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მომდევნო ოთხი
წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. არის
ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს მრავალი
სამეცნიერო ნაშრომი.
რექტორად არჩევამდე შალვა კირთაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები