18 თებერვალს ქუთაისში გამოფენა გაიმართება.
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცე მსჯავრდებულთა
ხელნაკეთ ნივთებს დაეთმობა.
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მსჯავრდებულთა პროფესიული
მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ
მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მაღაზია "რე-მარკეტის"" უმაღლესი
ხარისხის პროდუქცია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია
დამზადებული.
გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე
ჩაერიცხებათ.
გამოფენა 12 საათზე გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები