სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის
იანვარში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.4 ლარით
გაიზარდა.
იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256.9
ლარია.
გასული წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 253.5 ლარი გახლდათ.
რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე
წლის პირველ თვეში 227.5 ლარით განისაზღვრა. გასული წლის ბოლოს კი,
224.5 ლარი იყო.
2022 წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო
მინიმუმი 226.2 ლარს შეადგენდა.
საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.
მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული
ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის
ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად
აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების
(ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ
ოდენობას.
მასალის გამოყენების პირობები