ახალი ამბები
რას ამბობენ კულტურის სამინისტროში, გელათთან დაკავშირებით, იუნესკოს დასკვნაზე?!
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნა საზოგადოებას სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პირადად მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს ერთობლივი დასკვნაა და შედგენილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის მიერ გელათში ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზე.

სამინისტროს ცნობით დასკვნა არ არის საბოლოო, ვინაიდან იუნესკოს პროცედურული წესების თანახმად, შეიძლება ზოგიერთი მონაკვეთი ან ფაქტობრივი გარემოება დაზუსტდეს.

კულტურის მინისტრი საბოლოო დასკვნის გაზიარებასაც პირდება საზოგადოებას. თუმცა იმასაც აღნიშნავს რომ  სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება აქვს, იუნესკოსგან არ მოითხოვს, დასკვნა დარჩეს გამოუქვეყნებელი. "არცერთი სხვა დოკუმენტი ან დასკვნა, რომლებიც სამინისტროში შემოვიდა ჩემი მინისტრობისას საიდუმლო არ გამხდარა".

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ "ეს დასკვნა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ და მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება სამინისტროსათვის ერთადერთი სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა."

ტაძრის პრობლემა, პირველ რიგში, უკავშირდება  მის სახურავს, რომლის მონტაჟიც 2015-2018 წლებში განხორციელდა. აქედან მოყოლებული  2020 წლის ჩათვლით ტაძარში წყალი ჩადიოდა. ამაზე მიუთითებს იუნესკოს დასკვნაც. თუმცა  მინისტრი იმასაც აზუსტებს, რომ ამ პერიოდში ტაძარზე პასუხისმგებლობა სხვა ხელმძღვანელს ჰქონდა და თავად 2021 წლის მარტში დაინიშნა მინისტრად. 

იუნესკო სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, 2022 წლის ოქტომბერში სრულად შეჩერებული სამუშაოები (რაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ ყოფილა), შეძლებისდაგვარად სწრაფად განახლდეს იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ წარადგინა.

იუნესკოს დასკვნაში არ არის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად მომუშავე პროფესიონალების გუნდი შეიცვალოს.

იუნესკო შენიშვნას გამოთქვამს, რომ არ არსებობს გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა. რადგან იგი 2017 წელს უნდა დამტკიცებულიყო და არ დამტკიცდა.

სამინისტრო ყველა პასუხისმგებლობას წინა ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძეს და მის გუნდს აკისრებს."2020 წლამდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს". მოცემული დოკუმენტაციის წარმოება კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელობის პირდაპირი ვალდებულება იყო", - აღნიშნავენ სამინისტროში.

სამინისტრო პასუხისმგებლობას ასევე აკისრებს მეცნიერ გიორგი გაგოშიძესა და მის გუნდს, რომელთა მიერ გელათზე დაგებული კრამიტი იუნესკოს მიერ მოწონებული არ არის, მეტიც - სრულად უარყოფილია. დასკვნაში წერია, რომ კრამიტი მედეგობისა და ეფექტურობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

სამაგიეროდ, სამინისტროს ცნობით,  იუნესკო იწონებს წულუკიანის მინისტრად მოსვლის შემდეგ გადადგმულ პრაქტიკულად ყველა ნაბიჯს. კერძოდ,  2021 წლის ივნისიდან უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტებისა და ქართველი სპეციალისტების მიერ ძირითადი ტაძრის სახურავზე ჩატარებულ გამოკვლევებს, რეკომენდაციებსა და ჩარევებს. მისიის აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი იყო ტენიანობის პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.

სამინისტროს თქმით, იუნესკო დადებითად აფასებს 2021 წლის მაისში, იტალიელი ექსპერტების რჩევების შესაბამისად, ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე სახურავის გახსნას და მის მეთოდს. 

„კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, იუნესკო იწონებს გამოყენებული მეთოდებიდან არაერთ მათგანს და შესწორება შეაქვს ზოგიერთი ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრაში.

იუნესკო იძლევა რეკომენდაციას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს დაპროექტება ქოლგისებრი დროებითი გადახურვისა, რომელიც ტაძარს ზემოდან დროებითი სახურავის სახით დროებით დაეფარება.

იუნესკო იძლევა რჩევას, რომ ტაძრის გადასარჩენად ჯგუფური მუშაობა კვლავ გაგრძელდეს“.

"მეც ასე მეგონა, როცა 2021 წელს ჯგუფს ვქმნიდი, რომ ერთად მუშაობა ჯობდა, მაგრამ ზოგიერთმა წევრმა მაშინ მუშა პროცესს სამინისტროსთან პიკეტი, პოლიტიკური პროცესი და ფეისბუქზე ყოფნა არჩია ძეგლის დაცვას... მოცემულ ჯგუფში, როგორც ადრე, წამყვანი იქნება სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს როლი", - განაცხადა წულუკიანმა.

ბრიფინგს და იუნესკოს დასკვნის გამოქვეყნებას წინ უძღოდა ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის დასკვნა, რომელიც მკვეთრად უარყოფითად აფასებდა გელათში კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამუშაოებს.

დარგის სპეციალისტები და ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, რომ იუნესკოს დასკვნა სრულად თანხვედრაშია ჩუბინაშვილის ცენტრის მომზადებულ  დასკვნასთან დ ა სამინისტრო ცდილობს გადაბრალების პოლიტიკით აიცილოს პასუხისმგებლობა გელათის საკითხზე.

ჩუბინაშვილის ცენტრში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მიერ იუნესკოს ანგარიში  არსებითად არასწორადაა ინტერპრეტირებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.