ქუთაისში, მუნიციპალურ ავტობუსსა და მიკროავტობუსზე მგზავრობის ტარიფი
11 თებერვლიდან ძვირდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია
ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსი 10
თეთრით, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა 20 თეთრით
გაძვირდა.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალურ
ტრასნპორტზე შეღავათით 30 000-მდე მოქალაქე სარგებლობს.
"მოქალაქე ვალდებულია, მუნიციპალურ ტრანსპორტში ასვლისთანავე
გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება. უბილეთოდ მგზავრობა იწვევს პირის
დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად და ჯარიმის
ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს, საჯარიმო ოქმის
ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის თანხას ემატება საურავი,
დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით", - ნათქვამია სატრანსპორტო
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალაქში მგზავრობის გაძვირებას საკრებულოში "ქართული ოცნების " 18-ივე
დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მასალის გამოყენების პირობები