თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15
383-მდე გაიზარდა,
- ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით
ავრცელებენ.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში
მინიმუმ 12 391 ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში კი, დაღუპულთა
რაოდენობამ 2 992-ს მიაღწია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში
კიდევ გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული
შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 7,7 მაგნიტუდის
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის
პროვინციაში მდებარეობდა. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა
კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში, მათ შორის
გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეულია 5 700-ზე
მეტი შენობა.
მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც,
სადაც წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები